ნეიტრალიტეტის საკითხის განხილვაში არავისთან შევდივართ – ამით ქვეყანას ნებისმიერი ტიპის პროვოკაციას ავარიდებთ თავიდან, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„დღეს რეგიონში, მსოფლიოში ისეთი პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, როდესაც მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების კონსულტაციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, თითოეული ნაბიჯი ძალიან კარგად არის ასაწონი. როდესაც საკითხი ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, ბუნებრივია, რადიკალურ ოპოზიციას არცერთი საკითხის განხილვაში არ შევყვებით. ამით ქვეყანას თავიდან ნებისმიერ რისკს და პროვოკაციას ავარიდებთ და მეორეს მხრივ, ოპოზიციასაც ვუშველით, რომ საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებები აღარ განახორციელონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
კომენტარები
