2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 22 წლამდე მოკრივეთა ნაკრების წევრმა, ლუკა კუბლაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მან ფინალურ ორთაბრძოლაში უკრაინელი მოკრივე დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.
„ცნობისათვის, 11-24 მარტს, ხორვატიის ქალაქ პორეცში იმართება „ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი 22 წლამდე მოკრივეთა შორის”, სადაც საქართველოს 22 წლამდე მოკრივეთა ნაკრების 8 სპორტსმენი მონაწილეობს.
მათგან 5-მა მოკრივემ უკვე მოიპოვა საპრიზო ადგილები. ესენი არიან:
1. ლუკა კუბლაშვილი – 48 კგ (ოქროს მედალი).
2. ლექსო ხასაია – 51 კგ (ვერცხლის მედალი).
3. ლაშა გაგნიძე – 63.5 კგ (ბრინჯაოს მედალი)
4. ლუკა მაჭუტაძე – 80 კგ (ბრინჯაოს მედალი)
5. ელენე ლოლაძე – 54 კგ (ბრინჯაოს მედალი)“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.