საიუველირო კომპანია „Tiffany & Co.“ რუსეთისგან აღარ შეისყიდის დაუმუშავებელ ალმასსა და რუსულ ბრილიანტს, იმის მიუხედავად, თუ სად მოხდა მისი დამუშავება. კომპანიის გადაწყვეტილება უკავშირდება უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და საომარ მოქმედებებს. ინფორმაციას „Tiffany & Co.“ ტვიტერის საშუალებით ავრცელებს.
Bloomberg-ს ცნობით, აკრძალვა არ შეეხება ბრილიანტების მარაგს, რომელიც უკვე შესყიდულია ანდა დამუშავების ეტაპზეა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ გართულდება მცირე ზომის ბრილიანტების იმ ნაკადების კონტროლი, რომლებსაც არ ნომრავენ შედარებით იაფფასიანი კომპანიები, დახარისხებისა და მიწოდების დროს.
— Tiffany & Co. (@TiffanyAndCo) March 25, 2022
კომენტარები