დნეტროპეტროვსკიში ნავთობბაზას ორი რაკეტა ესროლეს, თავდასხმა განხორციელდა ნოვომასკოვკიში ერთ-ერთ ქარხანაზეც, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავარცელებს.
მათივე ცნობით, რუსული ძალები კიევისა და ჩერნიგოვის ოქლებიდან სამხედროებს დონეცკისა და ხარკოვის მიმართულებით აგზავნიან. მანამდე ჩერნიგოვის გუბერნატორი იუწყებოდა, რომ რუსული მხარის მიერ თავდასხმები არ წყდება. ინტენსიური დაბომბვების შედეგად, განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
დაძაბული ვითარება ნარჩუნდება ბუჩის რაიონშიც. კვლავ საბრძოლო მოქმედებებია ქალაქ ირპენში, რომელიც ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. პენტაგონის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა ჩერნობილის ბირთვული ელექტროსადგურის დატოვება დაიწყეს და ბელარუსის ტერიტორიისკენ მიემართებიან.
რუსი სამხედროები განაგრძობენ ხარკოვის ბლოკირებას და საარტილერიო თავდასხმებს. ვითარება უცვლელია მარიუპოლში, რომელიც კვლავ ბლოკირებულია და მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები.