საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართველებმა იციან, რას „წარმოადგენს ბუჩა – დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ”. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.
„რთულია წარმოიდგინო სამყარო, რომელშიც ბუჩის ხოცვა-ჟლეტა არსებობს. მაგრამ ის აქ არის. ჩვენ მასში ვცხოვრობთ. საქართველოს წარსული ნიშნავს, რომ ვიცით, რას წარმოადგენს ბუჩა – დანაშაულს კაცობრიობის წინაშე, ჭრილობა, რომლის შეხორცებას ძალიან დიდი დრო სჭირდება. უკრაინის წინააღმდეგობა არ დამარცხდება. მაგრამ ამას არასოდეს დავივიწყებთ“, – წერს პრეზიდენტი.
ჟურნალისტები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას ათობით მოკლულ ადამიანზე, რომელთა ცხედრებიც კიევის მახლობლად, რუსეთის ჯარისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩას ქუჩებში აღმოაჩინეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალას „დადგმული“ უწოდა.
