დავით უსუფაშვილის უკრაინაში მიმავალი საპარლამენტო დელეგაციის დაკომპლექტების შესახებ „ქართული ოცნების“ ახალ შეთავაზებას ეხმაურება. „ლელოს“ წევრი მიიჩნევს, რომ დეპუტატებმა საერთაშორისო არენაზე ქვეყანა ერთად უნდა წარადგინონ.
„მიდის საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. აი ამ პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებთან არის ეს შეთავაზება. ამიტომ, პარლამენტის წარმომადგენლობა მიდის. „ოცნებასთან“ აქ ვკამათობთ, ქვეყნის გარეთ საქართველო უნდა წარმოვადგინოთ ერთად. ეს არის სახელმწიფოებრივი ცხოვრების ანა და ბანა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ვიზიტისთის მზადყოფნა გამოთქვა, საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები საპარლამენტო ოპოზიციასთანაც მიმდინარეობდა, თუმცა მხარეები დელეგაციის შემადგენლობაზე ვერ შეთანხმდნენ. მოგვიანებით კი „ლელოში“ განაცხადეს, რომ მათი წარმომადგენელი მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს როგორც ოპოზიციური პარტიების დელეგაციაში, ისე პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილ ვიზიტში უკრაინაში.
