ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის სამთავრობო შენობების კომპლექსიდან, სადაც აშშ-ის კონგრესი მდებარეობს, მთელი პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას კაპიტოლიუმის პოლიცია ავრცელებს.
ევაკუაციის მიზეზი გახდა თვითმფრინავი, რომელიც კაპიტოლიუმის მახლობლად მდებარეობდა და პოტენციურ საფრთხედ შეფასდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, თვითმფრინავს აშშ-ის ჯარის პარაშუტით მხტომელთა ქვედანაყოფის წევრები გადაჰყავდა. ქვედანაყოფი სამხედრო ბაზიდან ვაშინგტონში, Nationals Park-ის სტადიონზე მიემართებოდა, სადაც ბეისბოლის მატჩის წინ უნდა გამოსულიყო.
Sooo…quite a nice show by the @USArmy #GoldenKnights before tonight’s @Nationals game. Except someone forgot to alert the Capitol Police about the low-flying plane from which they jumped. Capitol complex evacuated. Oy. pic.twitter.com/nC3X9pptrL
— Sue Kopen Katcef (@UMNewsie) April 20, 2022