საფრანგეთი უკრაინას „სეზარის“ ტიპის თვითმავალ ჰაუბიცებს უგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას ელისეის სასახლე ადასტურებს.
ამასთან, „სიენენის“ ინფორმაციით, 40-მდე უკრაინელი სამხედრო საფრანგეთში გაემგზავრება, რათა აღნიშნული სისტემების მართვა შეისწავლონ.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთმა უკრაინას უკვე მიაწოდა „მილანის“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები.
კომენტარები
