„ლელო საქართველოსთვის“ წევრი, დავით უსუფაშვილი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სპეკულაციების დასრულების ერთადერთ გზას ობიექტური სამედიცინო კონსილიუმის მოწვევაში ხედავს.
„მიხეილ სააკაშვილის თემით საშინელ სპეკულირებას ვხედავ. პირველ რიგში, ეს ხდება სახელისუფლებო გუნდის მხრიდან და მეორე – მისი ყოფილი თუ დღევანდელი პოლიტიკური გუნდის მხრიდან. ღირსეულ სახელმწიფოში, სახელმწიფო ორგანოები თავად მოიწვევდნენ საერთაშორისო, ობიექტურ სამედიცინო კონსილიუმს, რომელიც გაარკვევდა სიტუაციას, რომელსაც ვერავინ ვერ დაადანაშაულებდა „ქოცობაში“ თუ „ნაცობაში“ და დადებული დასკვნა გახდებოდა სახელმძღვანელო იმისთვის, რომ უნდა შევაჩეროთ თუ არა სასამართლო განხილვა, მკურნალობა ესაჭიროება ამ კაცს… ეს მკურნალობა საქართველოშია შესაძლებელი თუ მხოლოდ ანტარქტიდაზე ხდება…“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გამგზავრებას ითხოვს. პარტიის წევრები ირწმუნებიან, რომ ეს მისი სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზაა.