საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, რომ საქართველო ომში ჩაებას. მისივე განცხადებით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამაზე აშკარად მიუთითებს,
„ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, დამოკიდებულებები „ნაცმოძრაობის“, ყველაფერი აშკარად მიუთითებს რომ, ეს არის ხალხი, ომის პარტია, რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ ჩაითრიოს საქართველო ომში. იმიტომ დაერქვათ ეს სახელი, უბრალოდ ყველა შემდგომი, ახალი გარემოება ნათელს ჰფენს ამ შეფასების სისწორეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
კომენტარები
