რაც შეეხება ოჯახს, მე არ მგონია ულტიმატუმი, ეს უფრო არის თხოვნა – ეს არის მაქსიმუუმის გაკეთება იმისთვის, რომ მიიპყრონ საზოგადოებისა და საერთაშორისო მეგობრების ყურადღება იმისთვის, მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი, იმის გამო, რომ არა აქვს ჯეროვანი სამედიცინო დახმარება, გარდაიცვალოს საპატიმროში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს არავის არ უნდა, არც ჩვენ არ გვინდა და არც არავის არ უნდა ქვეყანაში – ასეთი არავინ არ არის“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
მიხელ სააკაშილის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ თუ ორშაბათამდე მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალო დაწესებულებაში არ გადაიყვანენ, პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.
კომენტარები
