თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე სპეციალიზებული დანიური მედიაგამოცემის, OLFl-ის ცნობით, დანია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯავშანტრანსპორტიორებს – Piranha III-ს გადასცემს.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინა მიიღებს 25 ცალ 8X8 Piranha IIIC-ს.
Piranha არის ჯავშანტექნიკის ოჯახი, რომელსაც შვეიცარიული კომპანიის MOWAG აწარმოებს. იგი შემოთავაზებულია 6X6, 8X8 და 10X10 კონფიგურაციებში. Piranha ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯავშანმანქანა მსოფლიოში.
ღია წყაროების თანახმად, დანია ფლობს 115 Piranha IIIC-სა და 22 Piranha IIIH. თავად დანიის არმია ახლა Piranha III-ის ნაცვლად, Piranha V-ის იყენებს
კომენტარები
