უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გასცა ბრძანება ბერდიანსკის, მარიუპოლის, ხერსონისა და სკადოვსკის პორტების დაკეტვის შესახებ, მათზე კონტროლის აღდგენამდე.
როგორც უწყება განმარტავს, გადაწყვეტილება მიიღეს გემებისა და მგზავრების მომსახურების შეუძლებლობის გამო, აგრეთვე ნავიგაციის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ადეკვატური ზომების უზრუნველსაყოფად, „ამ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ოპერაციების განმავლობაში, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“.
განცხადების თანახმად, „საზღვაო ნავსადგურების ოპერირება რუს ოკუპანტებზე უკრაინის გამარჯვების შემდეგ განახლდება“.
კომენტარები
