უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის პირველი მოადგილე, ტარას ვისოცკი ამბობს, რომ რუსმა ოკუპანტებმა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან – ლუგანსკიდან, დონეცკიდან, ხერსონიდან და ზაპოროჟიეს რეგიონებიდან ასობით ათასი ტონა მარცვლეული გაიტანეს.
„რუსები იყენებენ მეოცე საუკუნის დასაწყისის ტაქტიკას, რათა მოიპარონ მარცვლეული და გაიტანონ უკრაინიდან. დღეს ჩვენ დადასტურებული ფაქტებით ვიცით, რომ რამდენიმე ასეული ათასი ტონა მარცვლეული უკვე გატანილია ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებიდან. ეს არის მნიშვნელოვანი მარაგი. საერთაშორისო ფასებში, ის ასობით მილიონი დოლარი ღირს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
კომენტარები
