უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნის შტურმი დაიწყეს. ამის შესახებ განცხადება ლეგიონ აზოვის მეთაურის მოადგილე სიავტოსლავ პალმარმა გააკეთა.
„მთელი ღამე გვბომბავდნენ საავიაციო ბომბებით, დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე, ახლა კი მიმდინარეობს „აზოვსტალის“ შტურმი“, – განაცხადა პალამარმა.
ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილემ უკრაინულ მედიას უთხრა, რომ მათ იციან, შემქნილი სიტუაციის შესახებ პრეზიდენტი ზელენსკი ინფორმირებულია და ამიტომ მისგან ელოდებიან მკვეთრ ქმედებებს.
კომენტარები