უკრაინა დღეს იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, მაგრამ ეს არავის არ აძლევს იმის უფლებას, რომ საქართველოს ხელისუფლება აკრიტიკოს, აკრიტიკოს ასე უპასუხისმგებლოდ, ყოველგვარი არგუმენტისა და მტკიცებულების გარეშე, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა.
„არც პოდოლიაკს და არც არავის, ვინც ამის უფლებას აძლევს თავის თავს, არ ეკითხება საქართველოში ქართველი ხალხი ვის აირჩევს ხელისუფლებად და ვის არ აირჩევს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
კომენტარები