მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშენკომ განაცხადა, რომ თუ სადმე ჯოჯოხეთი არსებობს, ის მარიუპოლში, “აზოვსტალის” ქარხანაშია. მისივე განმარტებით, “აზოვსტალზე” შეუჩერებელი დაბომბვა და თავდასხმა ხორციელდება.
“თუ სადმე ჯოჯოხეთი არსებობს, ის “აზოვსტალშია“. ბლოკადაში მოქცეული ფოლადის ქარხანის ინტენსიური დაბომბვა გრძელდება. შეუჩერებელი დაბომბვა და თავდასხმა ხორციელდება “აზოვსტალზე“, ზოგიერთ რაიონში საომარი მოქმედებები უკვე ქარხნის გალავნის მიღმაა.
ქარხნის სიახლოვეს საცხოვრებელი არეალებიდან მოსახლეობამ ევაკუაცია თავად უნდა განახორციელოს. მარიუპოლში თავისუფლების ბოლო 11 კვადრატული კილომეტრი ჯოჯოხეთად გადაიქცა,” – ამბობს პეტრო ანდრიუშენკო.
კომენტარები
