საფრანგეთი უკრაინას 300 მილიონი დოლარის დამატებით დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„ჩვენი კოლექტიური მოვალეობაა, უკრაინას სასწრაფო დახმარება და მასიური ეკონომიკური მხარდაჭერა გავუწიოთ. საფრანგეთი მიესალმება სოლიდარობის ამ უპრეცედენტო ტალღას, რომელიც გვაერთიანებს კონფლიქტის დაწყების დღიდან“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
აღსანიშნავია, რომ დახმარების ახალ პაკეტთან ერთად საფრანგეთის მიერ უკრაინისათვის გაწეული დახმარების ოდენობა 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.
კომენტარები
