ადამიანურად მასუსტებს ის პერიოდი, როდესაც მასთან მქონდა ურთიერთობა და შემდეგ ინგლისურად დაგვემშვიდობა. ანუ არ დაგვემშვიდობა და წავიდა. ინგლისურად წასვლა ნიშნავს, როდესაც არ გემშვიდობებიან და მიდიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში გრიგოლ ვაშაძესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, გადაცემის წამყვანმა ნიკა მელიას ჰკითხა: „გრიგოლ ვაშაძე ამბობდა, რომ საქართველო ფინანსურ სანქციებს შეუერთდა, პირობა დადო, სანქცირებული პროდუქცია საზღვრებზე არ გავაო, როგორ შეაფასებდით გრიგოლ ვაშაძის ამ განცხადებას“.
სანქციებზე საუბრისას ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ კარგად არის ინფორმირებული, რატომ უწევს გრიგოლ ვაშაძეს ამასთან დაკავშირებით საუბარი.
„არ მინდა, ვიყო მკვეთრი, მაგრამ მაინც დავაფიქსირებ პოზიციას, რომ ვერაფერი გავიგე იმ გზავნილებისა, რას ემსახურება, როდესაც ბატონი გრიგოლი ამაზე საუბრობს. უფრო სწორად, გავიგე და არ მინდა, ყველა ფრჩხილი გავხსნა. გავიგე, ვიცი, კარგად ინფორმირებული ვარ, რატომ უწევს ბატონ გრიგოლს ამ ყველაფერთან დაკავშირებით საუბარი. რაც შეეხება იმას, რომ საერთაშორისო ფორუმზე „ქართულმა ოცნებამ“ ანუ საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის გარიცხვას ამა თუ იმ ფორუმიდან, ბავშვები ხომ აღარ ვართ. როდესაც აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთის გარიცხვას და ამას ასაღებ, როგორც გმირულ ნაბიჯს, ვინ უნდა დაიჯეროს. აბა, ყოფილიყო ხმა ხმაში, ორმოცდაათი ორმოცდაათზე და „ქართული ოცნების“ ხმა ყოფილიყო გადამწყვეტი, რას იზამდა. უფრო ვრცლად საუბარი თუ იქნება საჭირო, აუცილებლად ვისაუბრებ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.