რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ლიდერებსა და მოქალაქეებს მისალოც წერილებს უგზავნის.
“დღეს ჩვენი საერთო ვალია არ დავუშვათ ნაციზმის აღზევება, რომელმაც ამდენი ტანჯვა მოუტანა ბევრ ქვეყანას. აუცილებელია შევინარჩუნოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს სიმართლე ომის წლების შესახებ, ასევე საერთო სულიერი ფასეულობები და ძმური მეგობრობის ტრადიციები”. – წერს პუტინი.
კომენტარები
