საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი ვენეციის კომისიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს გადააგზავნა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ირინე იმერლიშვილმა განუცხადა.
როგორც იმერლიშვილმა აღნიშნა, გუშინ, 19.00 საათზე საქართველოს პრეზიდენტთან ხელმოსაწერად შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში ცვლილებები, დღეს დილით კი, პრეზიდენტმა დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოაგზავნის ვენეციის კომისია თავის დაკსვნას. ასევე, საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, მოაწეროს ხელი კანონპროექტს, თუ დაუბრუნოს მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პარლამენტს“,-აღნიშნა იმერიშვილმა.
კომენტარები