დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჯენინში, ისრაელის უსაფრთხოების ძალების მიერ განხორციელებული რეიდის დროს ტელეკომპანია „ალჯაზირას“ ჟურნალისტი შერეენ აბუ აქლე დაიღუპა. ამის შესახებ „ალჯაზირა“ ავრცელებს ინფორმაციას.
არსებული ცნობებით, ჟურნალისტი ქალაქ ჯენინში მიმდინარე რეიდს აშუქებდა, როდესაც ტყვიამ იმსხვერპლა. მას პრესის ნიშნის მქონე ჯავშანჟილეტი ეცვა.
ჟურნალისტის დაღუპვის ზუსტი გარემოებები უცნობია, მაგრამ „ალჯაზირას“ ცნობით, აბუ აქლეს ტყვია თავში მოხვდა.
აბუ აქლე „ალჯაზირას“ ერთ-ერთი პირველი საველე კორესპონდენტი იყო, რომელიც ტელეკომპანიას 1997 წელს შეუერთდა.
კომენტარები
