უკრაინაში მიმდინარე „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ფონზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას არ გეგმავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
პესკოვი გამოეხმაურა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ევრილ ჰეინსის განცხადებას, რომელმაც ივარაუდა, რომ პუტინმა შესაძლოა რუსეთში საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს – „არა, ამას არ ვგეგმავთ“, – განაცხადა პესკოვმა.
კომენტარები
