დღეს ევროკავშირი არის ჩვენი ქვეყნის ძირითადი სავაჭრო პარტნიორი და ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკაში„ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ვაჭრობა დაახლოებით 15%-ით არის გაზრდილი.
„როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციაზე ეს იქნება და არის ძალიან მნიშვნელოვანი იმპულსი იმისი, რომ საქართველოს ორმხრივი ვაჭრობა ევროკავშირთან გაძლიერდეს. ძალიან ინტენსიურად მიდის სხვადასხვა პროდუქციის ჩამონათვალის დამატება ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირთან, რაც დამატებითი შესაძლებლობა იქნება ჩვენი მოქალაქეებისა და მეწარმეებისთვის, რომ ევროკავშირის ბაზარი მათთვის იყოს ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.