„ევროვიზიაზე“ უკრაინის გამარჯვების შემდეგ, რუსები ცინიკურად წერენ „აზოვსტალზე“ ჩამოგდებულ საჰაერო ბომბებზე „კალუშ ორკესტრის“ {უკრაინული ჯგუფი, რომელიც „ევროვიზიაზე“ გამოვიდა და გაიმარჯვა} სიტყვებს უკრაინელი მებრძოლების მხარდასაჭერად: „დაეხმარეთ უკრაინას, მარიუპოლს, დაეხმარეთ აზოვსტალს“.
ბომბების ფოტოები ტელეგრამზე მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ გამოაქვეყნა.
„ეს არის რუსი სამხედროების რეაქცია ჩვენს გამარჯვებაზე „ევროვიზია 2022-ზე“ და ამ რეაქციას სიხარულით მხარს უჭერს ქვეიმპერიის მოსახლეობა“, – წერს ანდრიუშჩენკო.
კომენტარები