პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას თქმით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ბოლომდე არ ენდობოდნენ, ამიტომ ის ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების პერიფერიაზე იყო. ამ თემაზე გოგინავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
„ბოლომდე უკრაინაში არავინ ენდობოდა, ყოველთვის პერიფერიაზე ჰყავდათ. ხან ოდესაში გაისტუმრეს, შორს ცენტრისგან, ხან რაღაც მოგონილი სტრუქტურა შეუქმნეს, რომელიც პიარ აქციების გარდა არაფერს აკეთებდა. ინახავდნენ, ასე ვთქვათ, ვიღაცების თხოვნით“, – განაცხადა გოგავა.
კომენტარები