რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება ფინეთისა და შვედეთის ხარჯზე რუსეთისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან მოსკოვს ამ ქვეყნებთან არანაირი პრობლემა არ აქვს, თუმცა ფინეთსა და შვედეთში ახალი სამხედრო ინფრასტრუქტურა რუსეთისგან რეაგირებას მოითხოვს.
„რაც შეეხება [ნატოს] გაფართოებას, მათ შორის ალიანსის ახალი წევრების – ფინეთისა და შვედეთის ხარჯზე, რუსეთს ამ ქვეყნებთან არანაირი პრობლემა არ აქვს. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, გაფართოების უშუალო საფრთხე არ არსებობს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთსა და შვედეთში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოებას მოსკოვის მხრიდან რეაგირება მოჰყვება.
„ამ ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება აუცილებლად გამოიწვევს ჩვენს პასუხს“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.