პარიზის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი პარიზის სასამართლოში დასაკითხად პირველად მიიყვანეს.
პარიზიდან 30 კილომეტრში მდებარე ფლერი-მეროჟის ციხიდან სასამართლოში აბდესლამი გაძლიერებული დაცვის თანხლებით გადაიყვანეს.
გამოძიება მიიჩნევს, რომ სალაჰ აბდესლამი 2015 წლის 13 ნოებრის პარიზის ტერაქტების ერთ-ერთ ორგანიზატორია. თავდასხმების სერიას საფრანგეთის დედაქალაქში 130 ადამიანი ემსხვერპლა
ბელგიდან საფრანგეთში სალაჰ აბდესლამის ექსტრადირება აპრილის ბოლოს განხორციელდა. ბელგიური მედიის ინფორმაციით, მისი გადაცემის ოპერაცია საიდუმლო ვითარებაში, გვიან ღამით ჩატარდა.
აბდესლამი 18 მარტს ბრიუსელის გარეუბანში დააკავეს. მისი დაკავებიდან ოთხ დღეში ბელგიის დედაქალაქის აეროპორტსა და მეტროპოლიტენში აფეთქებების სერია განხორციელდა. ტერაქტს 35 ადამიანი ემსხვერპლა. აბდესლამის ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა თავდასხმების მზადების შესახებ არაფერი იცოდა.
აბდესლამთან ერთად, პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი კიდევ ოთხი ადამიანია დაკავებული.