რუსული კონცერნი „გაზპრომი“ 31 მაისიდან ნიდერლანდებისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს. ამის შესახებ ნიდერლანდურმა კომპანია GasTerra-მ განაცხადა.
კომპანიის განცხადებით, ამის მიზეზი ის არის, რომ ნიდერლანდებმა უარი თქვა რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდასთან დაკავშირებით რუსეთის მოთხოვნაზე.
კომპანია GasTerra-ში ასევე აღნიშნეს, რომ ქვეყანაში გაზის მიწოდების შეფერხება არ არის მოსალოდნელი, რადგან გაზი უკვე შეძენილია სხვა მომწოდებლებისგან.
კომენტარები