გვაქვს სამართლიანი და არგუმენტირებული მოლოდინი იმისა, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„უპირატესობები, რაც ამ შემთხვევაში გვაქვს, პირველ რიგში არის ის შედეგები, რომლებიც აქამდე ნაწარმოები გეგმაზომიერი განვითარების შედეგად გაგვაჩნია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ევროკავშირის კითხვარმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რამდენად წინ ვართ წაწეული მთელი რიგი მიმართულებებით, რომელიც უკავშირდება რეგიონულ განვითარებას. პროგრესები, რაც გვაქვს, არის საფუძველი მრავალი პროგრამის, რომელიც საპილოტე რეჟიმში, მაგრამ ძალიან წარმატებით ხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
კომენტარები