2021 ძალიან ნაყოფიერი წელი იყო. 5 600 პროექტი მიმდინარეობდა და მასში 27 ათასი ადამიანი იყო ჩართული და ამათგან უმეტესობა საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„წარმატებული 2021 წელი არის კარგი საფუძველი, რომ მიმდინარე წელი კიდევ უფრო ნაყოფიერი იყოს. შარშანდელი ბიუჯეტი 311 მილიონ ლარს აჭარბებდა, წელს კი უკვე 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი შეადგინა. წელს გვაქვს მოლოდინი, რომ მიმდინარე წელი უფრო ნაყოფიერი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
კომენტარები