პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ძმები დავით და ლევან ბერძენიშვილი ვერც კი ხვდებიან, ან ხვდებიან და უშვებენ იმას, როგორ იყენებენ ყინულმჭრელად საქართველოში ომისა და ღალატის პარტიის წარმომადგენლები.
მისი თქმით, საქართველო არასდროს შეეგუება მსგავს დამოკიდებულებას, მსგავს ლანძღვას.
„ბერძენიშვილებმა საკუთარ თავს მიხედონ, იქიდან გამომდინარე, რომ ვერც კი ხვდებიან, ან ხვდებიან და უშვებენ ამას, როგორ იყენებენ ყინულმჭრელად საქართველოში ომისა და ღალატის პარტიის წარმომადგენლები და როგორ იბრძვიან მათი ხელით და პირით ქართული იდენტობის, საქართველოს ისტორიის, წმინდანი მეფეების წინააღმდეგ. საქართველო არასდროს შეეგუება მსგავს დამოკიდებულებას, მსგავს ლანძღვას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კომენტარები