უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკირუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდესთხოვდა პარტნიორებს რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინათ, მაგრამ მათ კიევის მიმართვის მოსმენა არ სურდათ, – ასე გამოეხმაურნენ უკრაინაში ჯო ბაიდენის განცხადებას, სადაც ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვოლოდიმერზელენსკის ამერიკის გაფრთხილების მოსმენა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებდა, არ სურდა.
„ფრაზა „არ სურდათ მოსმენა“ ჩემი აზრით, დაზუსტებას საჭიროებს. გარდა ამისა, თუ გახსოვთ, უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებს პრევენციული სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებდა. აი, აქ კი უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენს პარტნიორებს მოსმენა არ სურდათ“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფიროვმა.
კომენტარები