„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მამამისი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე და მისი დადგმული სპექტაკლიდან ჰონორარები ერიცხება.
„მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპეკტაკლიდან უკვე 25 წელია.
რუსეთის საავტორო ორგანიზაცია რაოსთან გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა“, – წერს ხოშტარია.
დამატებით კომენტარს არხთან „დროას“ ლიდერი არ აკეთებს და ისევ ცდილობს, თავს დაესხას „იმედს“ და მის დამფუძნებელს.
„ქრონიკის“ ინფორმაციით კი, ელენე ხოშტარია სკანდალში ეხვევა – „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.
მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.