უკრაინის უშიშროების სამსახურმა კიევში ერთი პირი დააკავა, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფება „ალ-ქაიდასთან“ კავშირშია ეჭვმიტანილი. ეს ადამიანი უკრაინის მოქალაქე არ არის და მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, საუბარია „აზიის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეზე“. სასამართლომ ამ ადამიანს 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
კომენტარები