10 ივლისს ქუთაისში +35 გრადუსი და უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი ოზურგეთშიც, სადაც დღისით +34, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. ბათუმში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უმეტესად უნალექო დღეს ვარაუდობენ, დღისით ტემპერატურა +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. +31 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, დღის ბოლოს, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +34 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში უმეტესად უნალექო დღეს ვარაუდობენ, დღისით +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, დღის ბოლოს, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს.
დღის მეორე ნახევარში, წვიმაა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +33, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში, დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, დღის ბოლოს, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, +33 გრადუსია დღისით, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი.
გუდაურში დღისით +21 გრადუსია ნავარაუდევი, დღის ბოლოს, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. უნალექო დღე იქნება ომალოში. დღისით +21, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უმეტესად უნალექო დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +35 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღე იქნება გურჯაანშიც, სადაც დღისით +35 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით აქ +33 გრადუსია მოსალოდნელი, უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე, ღამით კი +22 გრადუსი იქნება.
რუსთავშიც უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +35 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც უმეტესად უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები.