ტვ. პირველის ინფორმაციით, პატიმარი რომელმაც წუხელ გვიან ღამით გლდანის მერვე დაწესებულებაში თავი მოიკლა, ზაქრო ვარდიაშვილია, ეს არის ადამიანი, რომელმაც ზუსტად 3 დღის წინ საკუთარ საცხოვრებელ სახლში მძინარე მეუღლე მოკლა.
ტვ. პირველისვე ცნობით, “პენიტენციური სამსახური ამ ინფორმაციას მალავდა, შემდეგ უკვე იუსტიციის სამინისტრო იძულებული გახდა პატიმრის შესახებ ინფორმაცია დაედასტურებინა.”
გავრცელებული ინფორმაციით, პატიმარმა ღამის სამ საათზე საკუთარ საკანში თავი ჩამოიხრჩო, მიმდინარეობს გამოძიება .
კომენტარები