კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“დილის ოდა უდღეურ „სტუკაჩებს“‼️😂😂😂
თქვე უდღეურო „სტუკაჩებო“, „ჩაშვების კოლეჯში“ პირველ კურსზე სამუდამოდ ჩარჩენილებო, ეხლა კარგად მომისმინეთ‼️
რა თანამდებობად გიღირთ, ან საერთოდ, რამედ თუ გიღირთ თანატოლების განადგურება, „ჩაჩორტვა“ იმის სანაცვლოდ, რომ თვითონ იყოთ კარგად და კარიერა გაიკეთოთ⁉️
რას უკეთებთ თქვენს თანატოლებს ზურგსუკან⁉️ორმოს უთხრით⁉️‼️
ჩემზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ – თხარეთ ორმო, რაც შეიძლება ღრმად თხარეთ‼️მე აქვე ვარ და გელით, თქვენს ამოთხრილ ორმოში ბეტონი მაქვს ჩასასხმელი და ფრთხილად, „სტუკაჩებო“, ამ ბეტონში არ მოჰყვეთ‼️დაიმახსოვრეთ, რაც უფრო ღრმა ორმოს გათხრით, მით უფრო მეტი ბეტონი წამოვა რისხვად‼️🤣🤣🤣
ვის უყვარს ისეთები (ადამიანებს თქვენ ვერ გიწოდებთ), ვინც ფურცლებით და ტელეფონის ჩანაწერებით დარბის აღმა-დაღმა⁉️
არა, არავის არ უყვარს, იმათაც კი, ვისთანაც დარბიხართ‼️
ასეთები სძულს ყველას, ეზიზღება ყველას‼️
ასეთები საცოდავები არიან‼️
საჯაროდ ვამბობ, მიფრთხილდით, ვიდრე ცოცხალი ვარ, არ გაგახარებთ, თქვე უდღეურო “სტუკაჩებო“ და ამას ჩუმად, მალულად კი არ გავაკეთებ, როგორც თქვენ გჩვევიათ, სახალხოდ მოგჭრით თავს და თქვენი ჭკუისდამრიგებლებსაც ზედ მიგაყოლებთ‼️
ვიდრე ცოცხალი ვარ და ყურს მოვკრავ, რომ სადმე სხვაგან აპირებთ გადასვლას, ან მუშაობის დაწყებას, ყველგან მოგწვდებით, არ გაგახარებთ, პირადად დავუკავშირდები იმ ოფისის ხელმძღვანელობას და თქვენ შესახებ სიმართლეს ვეტყვი‼️
კარგად იცით, რომ ბევრგან მიმიწვდება ხელი და ამის გაკეთება შემიძლია‼️
და იცით, ამას რატომ გავაკეთებ⁉️-ერთადერთი მიზნით, რომ თქვენნაირები ვერ აღზევდნენ, წესიერი ადამიანები ვეღარ გაანადგურონ, და მათი ოჯახები ვეღარ გააუბედურონ‼️
ამას მე გპირდებით და იცოდეთ, გამკეთებელი ვარ‼️
ისე, ჭკუისდამრიგებლები რომ გყავთ, არშემდგარო იმბეცილებო, ვერ გირჩიეს, რომ ლოგოპედს მიბარებოდით, იქნებ ნორმალური მეტყველება და საუბარი მაინც გესწავლათ ‼️
აბა ჰე, საქმეს მიხედეთ, თხარეთ სწრაფად და ღრმად თქვენი ორმო – ბეტონი მომაქვს‼️🤣🤣🤣🤣😂‼️😂‼️”