„ადამიანების ფსიქიკაში, თითქოს დამთავრდა პანდემია, მაგრამ სამწუხაროდ, კოვიდს არ აქვს ეს გეგმები. კოვიდს მუტაცია ახასიათებს, მუტაციის უნარი რამდენიმე ფაქტორით არის მნიშვნელოვანი. პირველი – რამდენად სახეცვლილია მის წინა ვარიანტთან შედარებით, იძლევა თუ არა იმის საშუალებას, რომ დაემალოს იმ იმუნიტეტს, რომელიც ადამიანს აქვს, – განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა.
მისი თქმით, ძალიანაა გაზრდილი B.A.4 და B.A.5-ის ვარიანტების გავრცელების პოტენციალი.
„რეპროდუქციული ინდექსი 18% არის, ეს ნიშნავს, რომ პლანეტაზე ყველაზე გადამდები დაავადების „წითელას“ გავრცელების მაჩვენებელს მიუახლოვდა. ერთ ინფიცირებულ ადამიანს შეუძლია 18 ადამიანი დააინფიციროს. ტალღისებური, აღმავალი მრუდის მომსწრენი ვართ. ამიტომ, შეგვიძლია, ამას „მეშვიდე ტალღის“ დასაწყისი დავარქვათ. ამაში საგანგაშო არაფერია. ვხედავთ, რომ რაოდენობა, წინა კვირასთან შედარებით, 5-ჯერ არის გაზრდილი“,- აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.