უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი პოლკოვნიკი ოლექსი ჰორობეცი მოკლეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჰორობეცი რუსეთის მე-8 არმიის შემადგენლობაში მე-20 მოტორიზებული მსროლელი დივიზიის (ვოლგოგრადი) მეთაური იყო.
აღნიშნულია, რომ ლიკვიდირებული რუსის ვინაობის დასადასტურებლად დნმ-ის ტესტის ჩატარება გახდა საჭირო.
რა ვითარებაში მოხდა რუსი პოლკოვნიკის ლიკვიდაცია, არ საჯაროვდება.
კომენტარები