ტოკიოში იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სინძო აბეს აკრძალვის ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აბეს ოჯახის წევრები და მეგობრები ქალაქის მთავარ ტაძარში შეიკრიბნენ, ცერემონიას ასევე იაპონიის მოქმედი პრემიერი ფუმო ქიშიდაც დაესწრო. მანამდე გარდაცვლილს პატივი ტაძარში მოქალაქეებმა მიაგეს. დაკრძალვის ცერემონია გაძლიერებული დაცვის ზომების ფონზე წარიმართა.
8 ივლისს 67 წლის სინძო აბეს ქალაქ ნარაში 41 წლის კაცმა ზურგში ესროლა. პოლიციამ ის შემთხვევის ადგილზე დააკავა. ეჭვმიტანილს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. სინძო აბე პრემიერის თანამდებობიდან 2020 წელს გადადგა, თუმცა მმართველ ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიაში ამ დრომდე გავლენიან ფიგურად რჩებოდა.
კომენტარები
