ნაძალადევის რაიონში, ლეჩხუმის ქუჩა N42ბ-ში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. საყრდენი კედლის სიგრძე 41 მეტრია.
სამშენებლო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე გაეცნო.
,,ამ მისამართზე მოსახლეობისთვის საცხოვრებელი გარემო საფრთხის შემცველი იყო, რის გამოც საჭირო გახდა გამაგრების სამუშაოების ჩატარება. მიმდინარე პროექტის დასრულების შემდეგ, მომავალში გრუნტის ჩამოშლის საშიშროებას თავიდან ავირიდებთ და საცხოვრებელი გარემო უსაფრთხო იქნება“, – განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის შესასრულებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობას ბიუჯეტში 167 157 ლარი აქვს გათვალისწინებული.
კომენტარები