ქალაქ ვინიცაში განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი მცირეწლოვანია, 18-მდე მოქალაქე კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითველება. 73 დაზარალებული საავადმყოფოებში რჩება.
ჯერჯერობით, ორი გარდაცვლილი ბავშვისა და 11 ზრდასრულის ცხედრის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.
ცნობისთვის, გუშინ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ვინიცას ცენტრი დაბომბა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „ეს ღია ტერორისტული აქტია“
კომენტარები
