გერმანიაში გაცილებით ნაკლები ადამიანია აცრილი, ვიდრე ფედერალური მთავრობა იმედოვნებდა. ვაქცინის თითქმის ოთხი მილიონი დოზას ვადა გაუვიდა და უნდა განადგურდეს. ქრისტიან-სოციალური კავშირი ჯანდაცვის მინისტრს გადასახადების გადამხდელთა თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს.
ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი ამოიწურვის გამო გასანადგურებელი კორონავირუსის ვაქცინების რაოდენობა ბევრად უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ, 2021 წლის დეკემბრის დასაწყისიდან მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე კორონავირუსის ვაქცინის დაახლოებით 3,9 მილიონი დოზას გაუვიდა ვადა. ასეთი განცხადება ჯანდაცვის ფედერალურმა სამინისტრომ ბუნდესტაგის დეპუტატის, შტეფან პილსინგერის საპარლამენტო კითხვის საპასუხად გააკეთა.
ვარგისიანობის ვადა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Moderna-ს ვაქცინას გაუვიდა. სამინისტრომ აპრილში ივარაუდა, რომ ივნისის ბოლოსთვის უვარგისი გახდებოდა Moderna-ს ვაქცინის 3 მილიონამდე დოზა დაზარალდა, რეალურად კი ნავარაუდებზე 30%-ით მეტი აღმოჩნდა გასანადგურებელი
2021 წლის დეკემბერში ჯანდაცვის ფედერალური მინისტრის თანამდებობის დაკავებიდან მოკლე ხანში კარლ ლაუტერბახმა შეფერხების შიშით შეუკვეთა ვაქცინის 92 მილიონი დოზა. BioNTech-ის და Pfizer-ის ვაქცინებთან ერთად Moderna-ს ვაქცინის შესყიდვისთვის ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტმა სულ 2,2 მილიარდი ევრო გამოყო. მაშინ ოპოზიცია აკრიტიკებდა ჯანდაცვის პოლიტიკას და კარლ ლაუტერბახს პანიკიორობაში ადანაშაულებდა დღეს კი აცხადებენ, რომ შოკირებულები არიან დიდი რაოდენობით ვაქცინის ვარგისიანობის ვადის გასვლის და გადასახადების გადამხდელთა ფულის ფანჯრიდან გადაყრის გამო.
საერთო ჯამში, ფედერალურმა მთავრობამ შეუკვეთა ვაქცინის დაახლოებით 134,3 მილიონი დოზა 2021 წლის დეკემბრის დასაწყისიდან ამ წლის ივნისის ბოლომდე, კორონავირუსზე ვაქცინირებულთა რაოდენობა კი ბევრად ნაკლებია, ვიდრე მთავრობა იმედოვნებდა.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აღარ საჭიროებენ და აღარ იღებენ შემოწირულობებს და ამის გამო ვაქცინის ზედმეტად არსებული დოზების სხვა ქვეყნისთვის გადაცემა არ ხერხდება.