დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასმა რუსეთის ოდესის პორტზე თავდასხმას აბსოლუტურად შემზარავი უწოდა. მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ძალისხმევა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ალტერნატიული გზების მოძიებისკენ უნდა მიმართონ.
“აბსოლუტურად შემზარავია, რომ ამ შეთანხმების დადებიდან ერთ დღეში, ვლადიმირ პუტინმა კვლავ დაიწყო სრულიად დაუსაბუთებელი შეტევა ოდესაზე. ეს გვიჩვენებს, რომ მისი ნათქვამი არც ერთი სიტყვის ნდობა არ შეიძლება. ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ვიპოვოთ უკეთესი გზა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის, რომელიც რუსეთისა და მისი შეუსრულებელი დაპირებების მიღმა იქნება”. – თქვა ლიზ თრასმა.
კომენტარები