ჩინეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა 30 წლის ქალის საჩივარი, რომლითაც ის საკუთარი კვერცხუჯრედის გაყინვის უფლებას ითხოვდა, – ამის შესახებ BBC წერს.
ქალმა სასამართლოს 2019 წელს, მას შემდეგ მიმართა, რაც პეკინის მეანობა-გინეკოლოგიურმა საავადმყოფომ პროცედურის ჩატარებაზე უარი უთხრა. საავადმყოფოს განმარტებით, კვერცხუჯრედის გაყინვის უფლება მხოლოდ ნაყოფიერების პრობლემების მქონე დაქორწინებულ ქალებზე ვრცელდება.
სასამართლომ დაადგინა, რომ საავადმყოფოს ქალის უფლებები არ დაურღვევია.
30 წლის ქალის თქმით, სურს, კარიერაზე იყოს ფოკუსირებული და, გაყინული კვერცხუჯრედის მეშვეობით, შვილი მაშინ გააჩინოს, როდესაც ამას თავად ჩათვლის საჭიროდ.
ის პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
კვერცხუჯრედის გაყინვა (ანუ ადამიანის ოოციტის კრიოპრეზერვაცია) არის პროცესი, რომლის დროსაც საკვერცხიდანკვერცხუჯრედებს იღებენ და შემდგომ გამოყენებისთვის ყინავენ.