ქვეყანას სთხოვენ დეპოლარიზაციას. ჩავიხედოთ ნებისმიერ ლექსიკონში. ამ ტერმინის ზუსტ განმარტებას თუ მივყვებით, ცოტა გაუგებრობაში ამოვყოფთ თავს, – ამის შესახებ ისტორიკოსმა, პროფესორმა თედო დუნდუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, განმარტების მიხედვით, პოლარიზებული ქვეყანა არის ორ სამხედრო, ძირითად შეიარაღებულ ბანაკად დაყოფილი ქვეყანა, ამ ორ სამხედრო ბანაკს კი კონსტიტუციის შესახებ საკუთარი მოსაზრებები აქვს.
„ასეთი საშინელი ტერმინოლოგიის ხმარება არ შეიძლება. დეპოლარიზაცია სჭირდება ქვეყანას, სადაც არის პოლიტიკური პოლარიზაცია. ღმერთმა ნუ ქნას აქ პოლიტიკური პოლარიზაცია იყოს. იცით, ეს რას ნიშნავს? გადასახადები არ გადაიხდება, ფედერალური ხელისუფლება ჩამოშლილია, კერძო საკუთრება დაცული არ იქნება, სამოქალაქო ომისკენ მიდის. მე მესმის, რას გვთავაზობენ დეპოლარიზაციაში, მაგრამ ამ ტერმინის ხმარება არ შეიძლება. ჩემი ქვეყანა დეპოლარიზებული არ არის. ტერმინები ნორმალურად შეარჩიონ“, – მიიჩნევს დუნდუა.