აბა ჭორია და დიდი ხანია ივანიშვილს არ შევხვედრივარო, რომ გვამცნეთ? მაგას ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაც არ ჰქვია ქალბატონო ელჩო, სხვა სახელი ჰქვია დღეიდან, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც ივანიშვილი აშშ-ს ელჩთან შეხვედრას ადასტურებს.
„ქართული საზოგადოება იმსახურებს მკაფიო და კონკრეტულ პასუხებს თქვენგან, რასთან დაკავშირებით დაგჭირდათ პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილთან 3 საათიანი საუბარი და ახლა, როდესაც კითხვები დაისვა ამ შეხვედრაზე უტიფარი, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საზოგადოებისთვის დიდი შეურაცხყოფა იქნება თქვენი მხრიდან…
თქვენგან პასუხად – “წერილს არ გავცნობივარ” და „ვიღაცის ჭორებს ვერ დავადასტურებ“, იმაზე დიდ რეპუტაციულ ზიანს მოგიტანთ, ვიდრე უკვე მიიღეთ…. ახლა ამერიკის რეპუტაციაზე იფიქრეთ“, – წერს ქადაგიძე.