სავარაუდოდ იგივე მოტივები გამოსჭვივის ბატონი მაჭარაშვილის გადაწყვეტილებაში, რა მოტივებიც ჩვენ ვიხილეთ სხვა შემთხვევაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„ადამიანები პირდაპირ ამბობენ, რომ ფრაქციული და პარტიული დისციპლინა გარკვეულწილად ბოჭავს მათ, არ აძლევს მოსაზრების სრულფასოვნად გამოთქმის საშუალებას, იმ მიმდინარე პროცესებზე, რაც ახლა ვითარდება ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. მათ მიიღეს ამგვარი გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა ჩვენ არავითარი უფლება არ გვაქვს ამ გადაწყვეტილებაში ხელი შევუშალოთ“, – აღნიშნავს ცაგარეიშვილი.
გურამ მაჭარაშვილი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და სუბარს, ხუნდაძეს და ყაველაშვილს უერთდება.
კომენტარები
