ბუნებრივია, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის შიდა დაპირისპირება და ამის გამომზეურება მოხდა დღეს, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას.
„შიდა პარტიული პრობლემებისა და განხეთქილების გარეთ გამოტანა მოუწია „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალურ თავმჯდომარეს. ყველამ ვიცით, რომ ამ პარტიაში არსებობს რეალური ლიდერი, ბელადი და ფორმალური თავმჯდომარე. ბუნებრივია, პარტიაში არის ასეთი დაპირისპირება და ამის გამომზეურება მოხდა დღეს“, – განაცხადა კობახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ არსებობს მცირე ჯგუფი, რომელიც პარტიის მხარდამჭერად აცხადებს თავს, რეალურად კი ცდილობენ „ნაცმოძრაობას“ საყრდენი გამოაცალონ. მელიას თქმით, მათი მიზანია, რომ პარტიის რიგები და ამომრჩევლის რაოდენობა არ გაიზარდოს.